ბილაინი აბონენტთა საყურადღებოდ

Discussion in 'ბილაინი' started by MalKon, Jan 31, 2018.

  1. MalKon

    MalKon Administrator Staff Member

    Joined:
    Jan 9, 2018
    Likes Received:
    0
    Trophy Points:
    1
    Gender:
    Male
    Location:
    Georgia
    აბონენტთა საყურადრებოდ!
    16 იანვარი 2018
    ძვირფასო აბონენტებო, გაცნობებთ რომ 1 თებერვლიდან ბილაინი გადადის ახალ თანამედროვე საბილინგო და მომხმარებელთა მომსახურების პლატფორმაზე.

    ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს შემოგთავაზოთ, უფრო მოქნილი და სრულყოფილი პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს.

    აღნიშნული ტექნოლოგიური გარდაქმნისათვის ტარდება სხვადასხვა მაშტაბური ტექნიკური სამუშაოები, რაც გასტანს 31 იანვრიდან, 5 თებერვლამდე.

    ამ პერიოდის განმავლობაში, მოსალოდნელია რიგი შეზღუდვები, ზოგიერთი სერვისისა და პროდუქტის მოხმარებისას, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს:

    საერთაშორისო ზარებზე და როუმინგზე, შეიზღუდება ხელმისაწვდომობა 31 იანვრის 23:00-დან, 1 თებერვლის 16:00 საათამდე

    პაკეტების აქტივაცია და ტარიფის ცვლილება, არ იქნება შესაძლებელი 31 იანვრის 23:00-დან, 1 თებერვლის 10:00 საათამდე

    სარგებლობა შეიზღუდება ბილაინის აპლიკაცია My Beeline Georgia-ზე 31 იანვრის 23:00-დან, 1 თებერვლის 10:00 საათამდე

    სარგებლობა შეიზღუდება აპლიკაცია VEON-ის პირადი კაბინეტზე 31 იანვრის 23:00-დან, 1 თებერვლის 10:00 საათამდე

    კომპანიის მიერ დაგეგმილი სისტემური ცვლილება ემსახურება მომხმარებლისთვის მარტივი და მოხერხებული მობილური კომუნიკაციის უზრუნველყოფას ყველაზე თანამედროვე სისტემების გამოყენებით.

    ახალ ბილინგის სისტემაზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პაკეტები და ტარიფები, წინასწარი გადახდის სისტემის მქონე აბონენტებისთვის (B2C).

    ინტერნეტ პაკეტები

    500 MB ფასი 1 ლარი, ვადა 1 კვირა აქტივაციის კოდი *120*500#

    1 GB ფასი 4 ლარი, ვადა 1 თვე აქტივაციის კოდი *120*1#

    4 GB ფასი 9 ლარი, ვადა 1 თვე აქტივაციის კოდი *120*4#

    8 GB ფასი 16 ლარი, ვადა 1 თვე აქტივაციის კოდი *120*03#

    30 GB ფასი 25 ლარი, ვადა 1 თვე აქტივაციის კოდი *120*30#

    3GB ფასი 5 ლარი, ვადა 1 თვე - აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ ბილაინის აპლიკაციიდან MyBeeline Georgia

    ხმოვანი პაკეტები

    200 წუთი ბილაინის ქსელში ფასი 2 ლარი, ვადა 1 თვე აქტივაციის კოდი *110*36#

    500 წუთი ყველა ქსელთან ფასი 10 ლარი, ვადა 1 თვე აქტივაციის კოდი *110*122#

    SMS პაკეტები

    700 SMS ფასი 0.7 ლარი, ვადა 1 დღე აქტივაციის კოდი *110*118#

    350 SMS ფასი 1.5 ლარი, ვადა 1თვე აქტივაციის კოდი *110*117#

    მიქს პაკეტები

    მიქს 7 – 100 წუთი ყველა ქსელთან, 1000 SMS, 500 MB ფასი 3 ლარი, ვადა 7 დღე აქტივაციის კოდი *220*3#

    მიქს ტურისტი - ულიმიტო ზარები ყველა ქსელთან; 50 წუთი საერთაშორისო ზარებზე; ულიმიტო SMS, 2GB - ფასი 20 ლარი ვადა 15 დღე აქტივაციის კოდი *120*56#

    იცვლება პაკეტების მუშაობის ლოგიკა, თქვენი სურვილების გათვალისწინებით!

    ახალ სისტემაზე უკვე შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა პაკეტის პარალელური აქტივაცია.

    რამოდენიმე პაკეტის ერთდროულად აქტივაციის შემთხვევაში ინტერნეტი/ წუთები/ SMS გაიხარჯება იმ პაკეტიდან, რომელსაც ყველაზე ადრე ეწურება მოქმედების ვადა.

    ასევე შესაძლებელია ერთი და იგივე პაკეტის განმეორებითი შეძენა პაკეტის ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში, მოხდება უკვე ჩართული პაკეტის დეაქტივაცია, ერთეულების განულება და ახალი პაკეტის ჩართვა.

    იცვლება ბალანსების შემოწმების კომბინაციები და ლოგიკა

    *107# - მოხდება შემოწმება ინტერნეტ, SMS და ხმოვანი პაკეტების. მოცემული კომბინაციის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ერთეულების ჯამური რაოდენობების დანახვას.

    *155# - მოხდება ტარიფი „ფრივოლუშენი“-ს და ტარიფი “ყველაფერი“-ს ერთეულების შემოწმება.

    სატარიფო გეგმები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ახალ სისტემებზე:

    ტარიფი კლიკი

    სატარიფო ხაზი „ყველაფერი“

    სატარიფო ხაზი „ფრივოლუშენი“

    სატარიფო გეგმა „საერთაშორისო“

    სატარიფო გეგმების ცვლილების ლოგიკა და USSD კომბინაციები არ შეიცვლება.

    ცვლილება საერთაშორისო მიმართულებაზე

    ყველა სატარიფო გეგმაზე იცვლება საერთაშორისო SMS -ის ფასი. ახალი ფასი ყველა საერთაშორისო SMS-ზე იქნება 21 თეთრი.

    ყველა სატარიფო გეგმაზე უქმდება მიმართულება „ბილაინის ქვეყნები“, ტარიფიკაცია მოხდება თითოეულ ქვეყანაზე არსებული ფასის შესაბამისად.

    ცვლილება როუმინგის ტარიფებზე და ზონებზე

    ახალი ტარიფი როუმინგში - „კომფორტი“

    ტარიფი „კომფორტი“ საშუალებას გაძლევთ აქტივაციის კოდის გარეშე ისარგებლოთ იაფი როუმინგით.

    თანხა ჩამოგეჭრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ როუმინგში ყოფნისას ისარგებლებთ რომელიმე მომსახურებით.(შემავალი/გამავალი ზარი, SMSი,ინტერნეტი)

    მოცემული ტარიფით სარგებლობა შესაძლებელია, მხოლოდ როუმინგში ყოფნისას და ის ხელმისაწვდომია ყველა პარტნიორ ოპერატორთან.

    იხილეთ ტარიფი „კომფორტი“-ის ფასები, ზონების მიხედვით:

    ზონა 1:

    3 ლარი ზარის წამოწყება, 10 წუთი შემავალი/გამავალი ზარი უფასოდ

    3 ლარი SMS-ის გაგზავნისთანავე, 9 SMS უფასოდ

    3 ლარი ინტერნეტ სესიის დაწყებისთანავე, 50 MB უფასოდ

    საერთაშორისო ზარი (გამავალი ზარი მესამე ქვეყანაში ): 1 წუთი 5 ლარი

    ზონაში 1-ში შემავალი ქვეყნების ჩამონათვალი:

    სომხეთი; ავსტრია; უკრაინა; აზერბაიჯანი; ბულგარეთი; ბელგია; ეგვიპტე; საფრანგეთი; გერმანია; საბერძნეთი; ისრაელი; იტალია; ყაზახეთი; ლატვია; ლიტვა; ჰოლანდია; ყირგიზეთი; პოლონეთი; რუსეთის ფედერაცია; ტაჯიკეთი; თურქეთი; უზბეკეთი

    ზონა 2:

    6 ლარი ზარის წამოწყებისთანავე, 10 წუთი შემავალი/გამავალი ზარი უფასოდ

    6 ლარი SMS-ის გაგზავნისთანავე, 9 SMS უფასოდ

    6 ლარი ინტერნეტ სესიის დაწყებისთანავე, 50 MB უფასოდ

    საერთაშორისო ზარი (გამავალი ზარი მესამე ქვეყანაში ): 1 წუთი 10 ლარი

    ზონაში 2-ში შემავალი ქვეყნების ჩამონათვალი:

    ესპანეთი; ავსტრალია; უნგრეთი; ბაჰრეინი; ბელორუსია; კანადა; ჩინეთი; ხორვატია; ჩეხეთი; დანია; ესტონეთი; ჰონგ-კონგი; ირანის ისლამური რესპუბლიკა; კუვეიტი; ლუქსემბურგი; მაკედონია; მალაიზია; მალტა; მონტენეგრო; ნორვეგია; რუმინეთი; სერბეთი; სლოვაკეთი; სლოვენია; შვედეთი; შვეიცარია; არაბეთის გაერთიანებული საემიროები; გაერთიანებული სამეფო; ამერიკის შეერთებული შტატები

    ზონა 3:

    1 წუთი შემავალი/გამავალი ზარი :10 ლარი

    1 SMS: 1 ლარი

    1 MB: 15 ლარი

    ზონაში 3-ში შემავალი ქვეყნების ჩამონათვალი:

    ავღანეთი; ალბანეთი; ალჟირი; არგენტინა; ბანგლადეში; ბოსნია და ჰერცეგოვინა; ბრაზილია; ბურუნდი; კამბოჯია; კლარო; კოსტა რიკა; კვიპროსი; ელ სალვადორი; ფინეთი; გრელანდია; გვატემალა; ინდოეთი; ინდონეზია; ერაყი; ირლანდია; იორდანია; კენია; ლიხტენშტეინი; მალაიზია; მექსიკა; მოლდოვა; მონღოლეთი; ახალი ზელანდია; ნიკარაგუა; პაკისტანი; პანამა; პერუ; ფილიპინები; პორტუგალია; კატარი; საუდის არაბეთი; სინგაპური; სამხრეთ კორეა; შრი ლანკა; ტუნისი; თურქმენეთი; ვიეტნამი; ზიმბაბვე; კორეის რესპუბლიკა.

    უფასო ერთეულების ამოწურვისას მიიღებთ გამაფრთხილებელ შეტყობინებას.

    ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, თუ ისარგებლებთ მომსახურებით (შემავალი ან/და გამავალი ზარი, SMS, ინტერნეტი), თქვენ ავტომატურად ჩამოგეჭრებათ პირველადი ერთეულის გამოყენების თანხა და დაგერიცხებათ უფასო ერთეულები.

    ბალანსზე თანხის არ არსებობის შემთხვევაში, ვერ შეძლებთ როუმინგით სარგებლობას.

    ტარიფი”კომფორტი“-ს გამოუყენებელი ერთეულები გაუქმდება თბილისის დროით 00:00-ზე

    ტარიფის შესამოწმებლად აკრიფეთ - *118#OK.

    * ყველა ზარზე მოქმედებს 1 წამიანი დამრგვალება.

    ** ინტერნეტზე დამრგვალება - 10 კბ.

    *** ტარიფები მოცემულია ლარებში, დღგ-ს ჩათვლით.

    ტარიფ „კომფორტი“თან ერთად, თქვენ შეძლებთ გაიაქტიუროთ ინტერნეტ პაკეტები როუმინგში და ისარგებლოთ ინტერნეტით საუკეთესო ფასად!

    200 MB -20 ლარი , აქტივაციისათვის აკრიფეთ *220*09#OK

    500 MB - 40 ლარი , აქტივაციისათვის აკრიფეთ *220*11#OK

    1 GB - 60 ლარი , აქტივაციისათვის აკრიფეთ *220*13#OK

    ბალანსის შესამოწმებლად აკრიფეთ *107#OK

    მოცემული პაკეტი ხელმისაწვდომია მხოლოდ როუმინგში ყოფნისას.

    პაკეტში მოცემული მეგაბაიტების ვადაზე ადრე ამოწურვისას ტარიფიცირება მოხდება, ახალი ტარიფი „კომფორტის“ ზონაზე არსებული ფასების მიხედვით.

    ასევე 1 თებერვლიდან იცვლება პაკეტების ავტომატური გაგრძელებისა და ერთეულების გახარჯვის ლოგიკა.

    კერძოდ, შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა ერთეულის შემცველი პაკეტის ერთმანეთის პარალელურად ჩართვა (მაგ.: 1 GB და 8 GB)

    ამ შემთხვევაში მოხდება ერთეულების დაჯამება, ხოლო ტარიფიცირება წავა იმ პაკეტის ბალანსიდან, რომელსაც უფრო ადრე ეწურება ვადა.

    თუ თქვენ გაიაქტიურებთ იდენტური ერთეულის შემცველ პაკეტებს (მაგ.: 1 GB და 1 GB), მოხდება წინა პაკეტის დეაქტივაცია და განმეორებით ჩართული იქნება აქტუალური.

    პაკეტებზე, რომლებზეც მოქმედებს ავტომატური გაგრძელების ფუნქცია, ბალანსზე საკმარისი თანხა სისტემას საჭიროა დაახვედროთ 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა პაკეტის ჩართვა წინა თვეში.

    დამატებითი ინფორმაცია:

    ტარიფზე გადასვლა შესაძლებელია ყველა ტარიფიდან.

    სააბონენტო ჩამოგეჭრებათ ყოველ თვე, ტარიფის აქტივაციიდან 30 დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა მისი ჩართვა წინა თვეში.

    30-ე დღეს ბალანსზე არასაკმარისი თანხის შემთხვევაში სისტემა 20 დღის განმავლობაში დაელოდება ნომერზე ანგარიშის შევსებას ტარიფის ავტომატურად გასააქტიურებლად.

    ამ პერიოდის მანძილზე თქვენ ისარგებლებთ სტანდარტული ტარიფით:

    ∙ ყველა ადგილობრივ ქსელთან – 10 თეთრი

    ∙ 1 MB - 10 თეთრი

    ∙ 1 SMS - 1 თეთრი

    ∙ ზარის წამოწყების ღირებულება - 10 თეთრი

    20 დღის განმავლობაში თუ თქვენ შეავსებთ ბალანს საკმარისი თანხით, ტარიფი "მწვანე" ავტომატურად დაგიბრუნდებათ 30 დღით.

    ტარიფზე მოქმედებს წამობრივი დამრგვალება.

    ტარიფზე ხელმისაწვდომია შემდეგი ლოკალური პაკეტები: ინტერნეტ, SMS და ხმოვანი პაკეტები, MIX 7, “ტურისტი“.

    თუ თქვენს ნომერზე გააქტიურებული გაქვთ რომელიმე სხვა პაკეტი, აღნიშნულ ტარიფზე გადასვლის შემთხვევაში, მოხდება მისი დეაქტივაცია.

    ტარიფზე 2 ან მეტი სხვადასხვა ერთეულის შემცველი პაკეტის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში (მაგ.: 1 GB და 8 GB), მოხდება ერთეულების დაჯამება, ხოლო ტარიფიცირება წავა იმ პაკეტის ბალანსიდან, რომელსაც უფრო ადრე ეწურება ვადა.

    თუ თქვენ გაიაქტიურებთ იდენტური ერთეულის შემცველ პაკეტებს (მაგ.: 1 GB და 1 GB), მოხდება წინა პაკეტის დეაქტივაცია და განმეორებით ჩართული იქნება აქტუალური.
     

Share This Page

Free Web Hosting